Monday , 21 August 2017

ჩვენს შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური შეიქმნა 2009 წლის 6 იანვარს

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის’’ მიზნები და ამოცანებია:

  1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა, მასში შემავალი ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაცია და სპორტული განვითარების პროგრამების მომზადება.
  2. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში მუნიციპალიტეტის ერთიანი პოლიტიკისშემუშავება, კოორდინაცია და რეალიზაცია.
  3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს ნიჭიერი და განსაკუთრებული ფიზიკური უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდობის მოძიება და მათთან საორიენტაციო მუშაობის ჩატარება;
  4. სპორტსმენთა და ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად დაგეგმარება.
  5. ახალგაზრდობისა და სპორტსმენების მოთხოვნათა საფუძველზე გაიხსნას გაერთიანებები.
  6. მასობრივი სპორტულ-ახალგაზრდული საქმიანობის ორგანიზება.
  7. ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია,დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  8. ახალგაზრდების გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და შესრულება.
  9. სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა სხვადასხვა სახის ჩემპიონატებისათვის მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა.
  10. ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდა.
დატოვეთ კომენტარი
Free WordPress Themes - Download High-quality Templates