Tuesday , 23 January 2018
ალილო შედეგად  ლაგოდეხში 14 ოჯახს გაეწია დახმარება  [ფოტო]

ალილო შედეგად ლაგოდეხში 14 ოჯახს გაეწია დახმარება [ფოტო]

7 იანვარს ქალაქ ლაგოდეხში და მუნიციპალიტეტის სხვა და სხვა სოფლებში ალილოს მსვლელობა გაიმართა, ალილოში მონაწილეობას ახალგაზრდების ჯგუფი იღებდა, ალილოს  ორგანიზატორები ნათია იმერლიშვილი, ტასო მოდებაძე და ნიკა გოგოლაძე იყვნენ.

მსვლელობის დროს შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საკვები პროდუქტი, სათამაშოები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე შემოწირულობის სახით შეგროვდა 288 ლარი რითიც ორგანიზატორებმა საკვები პროდუქტები შეიძინეს და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს.

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates