Sunday , 17 December 2017
ჭიაურში ბონდო ბაძგარაძის სახელობის ჩემპიონატი  ჩატარდა [ფოტო]

ჭიაურში ბონდო ბაძგარაძის სახელობის ჩემპიონატი ჩატარდა [ფოტო]

1 აგვისტოს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ბონდო ბაძგარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი ჩატარდა ფეხბურთში.

ფინალში ერთმანეთს, პირველი ქუჩისა და წითელი გორის ფეხბურთელები შეხვდნენ.

ჩემპიონატი პირველი ქუჩის ფეხბურთელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. აღნიშნულ ჩემპიონატში სოფელ ჭიაურიდან 5 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

გამარჯვებულებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა ივანე ხაჩიძემ, სიგელით, მედალითა და სხვა ფასიანი პრიზებით დააჯილდოვა.

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates