Monday , 24 July 2017
ჯიმშერობა სოფელ გიორგეთში [ფოტო]

ჯიმშერობა სოფელ გიორგეთში [ფოტო]

დღეს, ჯიმშერ მაისურაძის მშობლიურ სოფელ გიორგეთში სოფლის დღეობა “ჯიმშერობა” აღნიშნეს.  ჯიმი მაისურაძის სახელობის საჯარო სკოლის მიმდებარედ კი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც გიორგეთელებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ივანე ხაჩიძე  დაესწრო .
ქართველი სამხედრო პილოტი – ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვდა და ეროვნულ გმირად აღიარეს. 1992 წლის 26 დეკემბერს, მისი – „МИ-24“ მოწინააღმდეგის დესანტებმა რაკეტით აფხაზეთში ჩამოაგდეს. “ჯიმშერობა” სოფელ გიორგეთში ტრადიციულად ყოველ წელიწადს აღინიშნება .

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates