Saturday , 24 June 2017
შეხვედრა სატრანსპორტო დანაშაულის თემაზე

შეხვედრა სატრანსპორტო დანაშაულის თემაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის საკომფერენციო დარბაზში, გურჯაანის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამომძიებელისა და ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით ჩატარდა შეხვედრა ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობასთან თემაზე, სატრანსპორტო დანაშაული. შეხვედრას ესწრებოდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ოთარ სამუნაშვილის მიერ, წარდგენილ იქნა პრეზენტაცია ავტოსატრანსპორტო დანაშაულის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შესახებ. შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა მალხაზ ბარბაქაძემ ისაუბრა მის პრაქტიკაში არსებულ სატრანსპორტო დანაშაულების გამოძიების სპეციფიკაზე და გამოძიებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი ვალერიან ქოროღლიშვილი, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებაზე და კვლებზე, ასევე მის მიერ ნაჩვენები იქნა შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს აფენის განყოფილების უფროსი, ბესიკ ზედელაშვილი.

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates