Saturday , 21 October 2017
„საქართველოს მოხალისე“ – შესარჩევი კონკურსი დაიწყო

„საქართველოს მოხალისე“ – შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს”   ფარგლებში, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და  საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).

კონკურსის პირველი ეტაპი

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით  რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.  შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამინისტროს მიერ შერჩეული საკორდინაციო რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება,  მუნიციპალიტეტებში ახალაგზრდობაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები

  • ასაკი 16 დან – 25 წლამდე
  • მოტივაცია და კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა

 

მთლიანობაში შირჩევა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან და ქ. თბილისიდან 148 მოტივირებული მოხალისე (ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან),  რომლებიც ივნისის შუა რიცხვებში  გაივლიან 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს  ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
  • საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები
  • პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა
  • და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე  მიენიჭება „საქართველოს მოხალისის” სტატუსი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ქ. თბილისში და  რეგიონებში განახორციელებენ  ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების    დახმარება,  ფილმების ჩვენება,  უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, კულტურულ – შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

  • გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი
  • მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში
  • ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
  • გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორთან –  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  ანა ხაბარელი ტელ:+599428244; E-mail: a.khabareli@msy.gov.ge

                                                                კახეთის რეგიონის სააპლიკაციო ფორმა

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfHqIMyXwI35RGHRuvroqHRbO2gBCbFbGPyXASNIDEjJrnwUA/viewform –

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates