Sunday , 17 December 2017
მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე კართუბანში.

მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე კართუბანში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის  ხსოვნის საპატივსაცემოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში, სხვადასხვა სპორტული და კულტურული  ღონისძიებები გაიმართება. მამუკა ნოზაძის გასახსენებლად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მამუკა ნოზაძის საფლავი გვირვინით შეამკეს და ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი გმირობა.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მეოცნებე, უიარაღო მომიტინგეები მოსალოდნელ სისხლისღვრას არ შეუშინდნენ, ერთსულოვნად იდგნენ მთავრობის სახლთან, საბჭოთა შეიარაღებული ჯარების ტანკების შემზარავ გრუხუნში. ორლესული ნიჩბებით ცემისა და მომაკვდინებელი გაზის გაშვების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates