Saturday , 24 June 2017
ლაგოდეხელი ელენე ქებაძე სამბოში მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ლაგოდეხელი ელენე ქებაძე სამბოში მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 24-25 მარტს  “სამბოს” მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილია, რუსეთში მხოლოდ ოთხი სპორტსმენით წარდგა, მედლების მოპოვება კი ოთხივემ მოახერხა. ერთ-ერთი ოქროს მედლის მფლობელი ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში მცხოვრები ელენე ქებაძე გახდა.

ნინო ოძელაშვილი (-72 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ, დავით ლორიაშვილმა (-100 კგ) მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლს დასჯერდა, ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი, ულოცავს ელენე ქებაძეს გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარტმატებებს!.

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates