Monday , 21 August 2017
ნოვრუზ ბაირამი სოფელ კაბალში [ფოტოკოლაჟი]

ნოვრუზ ბაირამი სოფელ კაბალში [ფოტოკოლაჟი]

22 მარტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა ეროვნული დღესასწაული “ნოვრუზ ბაირამი” აღნიშნეს.
დღეობაზე  წარმოდგენილი იყო დოღი, ჭიდაობა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, უზუნთალის სასპორტო მოედანზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ისე სხვა სოფლებიდან და რაიონიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ დღეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე და ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ივანე ხაჩიძე ესწრებოდნენ.

სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტმა მედლები, თასი და სხვა ფაიანი საჩუქრები გადასცა.

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates