Saturday , 21 October 2017
პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსები ლაგოდეხში

პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსები ლაგოდეხში

“People on the move: Addressing challenges of migration and providing alternative opportunities to potential and return migrants in remote communities of Georgia”

“ადამიანები მოძრაობაში: მიგრაციის გამოწვევების მართვა და ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზება პოტენციურ და დაბრუნებული მიგრანტების საქართველოს რეგიონებში”

პროექტის ფარგლებში გახსნილია პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსები, ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაცია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამთვიანი კურსები უკვე განხორციელდა: ვარდისუბანში ხელსაქმის კურსი და ჰერეთისკარში ჭრაკერვის კურსი, მეორე ეტაპი რამოდენიმე დღეში დაიწყება.

ლელიანსა და ლაგოდეხში, ახლგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ოფისში, მიმდინარეობს მენეჯერის კურსი, რომელშიც 5 ჯგუფია და 60 მსმენელი.
ასევე ლელიანში გახსნილია მეხილეობის და მალიარის კურსი. დაგეგმილია ასევე მეფუტკრეობის და ჭრა_ კერვის კურსის გახსნა.

კურსებზე სულ რეგისტრირებულია 196 ადამიანი.
ამავე პროექტის ფარგლებში თვითმართველობის და თემის ლიდერებისთის მიმდინარეობს ტრენინგები მიგრაციის თემებზე.
პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა
„DVV international“-პარტნიორობით.
პროექტი დაიწყო 2016 წლის 11 ივლისს და დასრულდება 2017 წლის 12 ივლისს.

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates