Monday , 21 August 2017
1 წლის მარიამის დასახმარებლად დღეის მონაცემებით, 3451.35 ლარი შეადგინა, რომელიც გადაერიცხა ბავშვის მშობლებს.

1 წლის მარიამის დასახმარებლად დღეის მონაცემებით, 3451.35 ლარი შეადგინა, რომელიც გადაერიცხა ბავშვის მშობლებს.

24 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრმა და ლაგოდეხის ტურიზმისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანადგომით, წამოიწყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც 1 წლის მარიამის დასახმარებლად განხორციელდა, ხოლო სამ თებერვალს, კინო-თეტრ “სინემა”-ში ასევე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა, ივანე ხაჩიძემ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო და მინდა  ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თუნდაც მცირედით, მაგრამ შეიტანეთ წვლილი მარიამის გამოჯანმრთელებისათვის. მინდა სიამაყით გამოვხატო მადლიერება ჩვენი მოხალისეების მიმართ, რომლებიც 5 დღის მანძილზე, თოვლსა და სიცივეში იდგნენ გარეთ და მარიამ ახოიშვლის დასახმარებლად აგროვებდნენ თანხას. უკვე დღეს, პირველ ეტაპზე შეგროვებულმა  თანხამ შეადგინა 3451.35 ლარი, რომელიც  სრულად გადაირიცხა მარიამ ახოიშვილის მშობელის ანგარიშზე. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა” 

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates