Monday , 21 August 2017
“ჰერეთის თასი 2016” კახეთის ჩემპიონატი 3×3-ზე  ქუჩის კალათბურთში [ფოტო]

“ჰერეთის თასი 2016” კახეთის ჩემპიონატი 3×3-ზე ქუჩის კალათბურთში [ფოტო]

20 აგვისტოს ლაგოდეხში ჩატარდა კახეთის ჩემპიონატი 3×3-ზე ქუჩის კალათბურთში, მონაწილებას ლაგოდეხის, თელავის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და  ყვარელის გუნდები იღებდნენ, ფინალში ერთმანეთ ლაგოდეხისა და თელავის გუნდები შეხვდნენ, საბოლოო ანგარიში  12:7 დასრულდა ლაგოდეხის სასარგებლოთ და “ჰერეთის თასი 2016”-ის გამარჯვებული ლაგოდეხის “რაჭა” გახდა.

პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრმა სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცა, სიგელები, მედლები, თასი და  ფასიანი საჩუქრები, ხოლო სპონსერიბისგან როგორც  ფულადი ისე ფასიანი საჩუქრები.

ჩემპიონატის სპონსორები იყვნენ “ლიბერთი ბანკი” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედიტ სერვის+” სასტუმრო “ვალდჰოტელი”, მარკეტი “ვადო”, შ.პ.ს “გოლდი”  მზია ჭაბაშვილი და მარინა ბუზულაკი.

აღნიშნულ ჩემპიონატს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენრტის დირექტორი ივანე ხაჩიძე  მადლობას უხდის სპონსორებს თანადგომისთვის.

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates