Tuesday , 23 January 2018
საინფორმაციო შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პროექტ “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში. [ფოტო]

საინფორმაციო შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პროექტ “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში. [ფოტო]

საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ლაგოდეხის მოხალისეთა კოორდინატორებმა აქტივისტებთან ერთად გამართეს შეხვედრა “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის” დირექტორის თანაშემწეს ახალგაზრდული საქმიანობების დარგში ვალერი ოღიაშვილთან, რამდენიმე სპეციალისტთან და არასამთავრობო ორგანიზაცია “საგას” ხელმძღვანელთან თამუნა მუმლაძესთან.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებზე, შვიდი თვის მანძილზე განსახორციელებელ სავარაუდო ღონისძიებებზე. შედგა შეთანხმება  ურთიერთანამშრომლობის ფორმატზე და შეხვედრაზევე დაიგეგმა პირველი აქტივობა – ლაშქრობა მაჭის ციხეზე, რომლის დროსაც მოხდება მოხალისეთა კლუბის წევრების ერთმანეთთან გაცნობა/დამეგობრება, მესაზღვრეებისთვის ჟურნალ-გაზეთების, წიგნების გარკვეული რაოდენობის ატანა, ასევე კარის ეკლესიის რესტავრაციული სამუშაოების პროცესში ჩართულ პირთათვის საკვების ატანა. გზად კი, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა დასუფთავების აქციასაც. “მაჭის ციხეზე ასვლის შემდეგ გვექნება პიკნიკს, რომლის დროსაც მოხალისეები უკეთესად გაეცნობიან ერთმანეთს. ლაშქრობაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე მოხალისე. აღნიშნული შეხვედრის დროს, ბატონმა ვალერიმ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდულ სამსახურში ნებისმიერი მსურველისთვის ამოქმედებულია სტაჟირების სისტემა და განსაზღვრული დროის შემდეგ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი. ეს ინფორმაცია საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი მოხალისეებისთვის და იმედია, ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ ფაქტით. ლაშქრობა დაგეგმილია 16 ივლისს, გასვლა დაიწყება 10 საათზე. მოხალისეთა კლუბში ამ ეტაპზე გვყავს ერთი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა, რომელიც თავის თემში აქტიურად იმუშავებს მოხალისეობრივი კულტურის ჩამოყალიბების კუთხით. ეთნიკური ჯგუფები ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”. აღნიშნეს ელენე მოდებაძემ და ქეთი ბეგიაშვილმა. მე საქართველოს მოხალისე ვარ, გახდი შენც!

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates