Sunday , 17 December 2017
მურმან (მურო) მუმლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. [ფოტოკოლაჟი]

მურმან (მურო) მუმლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. [ფოტოკოლაჟი]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, მურმან (მურო) მუმლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს.
შეჯიბრება საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და  ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრმა  ჩაატარა.
აღნიშნულ ტურნირს საპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები , ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ივანე ხაჩიძე ესწრებოდნენ.
ტურნირში გამარჯვებულებს მედლები, თასი, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ და ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრისგან  გადასცა.

მძიმე წონაში გამარჯვებულისთვის , მურო მუმლაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრება  პროზად ცხვარი დააწესეს.

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates