Tuesday , 23 January 2018
პოეზიის საღამო ლაგოდეხში [ფოტოკოლაჟი]

პოეზიის საღამო ლაგოდეხში [ფოტოკოლაჟი]

შაბათს, 21 მაისს,  ლაგოდეხის ნაკრძალის მთავარი შესასვლელთან გაიმართა პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ   მოწვეული ახალგაზრდა პოეტები: თემურ ელიავა, ოთარ ფალიანი, სულხან წულუკიძე. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა რეგიონის განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ერთი ნაბიჯი ერთობისკენ!” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მოხალისეთა კლუბის და ლაგოდეხის ახალგაზრდული საკრებულო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: მაისი – პოეზიის საღამო; ივნისი – “მაფიის ღამის” თამაშები; ივლისი – “სპორტული არენა”; აგვისტო – ” არტ-არეა”. პროექტი ხორციელდება ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით.

 

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates