Tuesday , 23 January 2018
21 მაისს, 17:00 საათზე, ლაგოდეხის ნაკრძალის მთავარი შესასვლელთან გაიმართება პოეზიის საღამო

21 მაისს, 17:00 საათზე, ლაგოდეხის ნაკრძალის მთავარი შესასვლელთან გაიმართება პოეზიის საღამო

შაბათს, 21 მაისს, 17:00 საათზე, ლაგოდეხის ნაკრძალის მთავარი შესასვლელთან გაიმართება პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ახალგაზრდა პოეტები: თემურ ელიავა, ოთარ ფალიანი, სულხან წულუკიძე. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება რეგიონის განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ერთი ნაბიჯი ერთობისკენ!” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მოხალისეთა კლუბის და ლაგოდეხის ახალგაზრდული საკრებულო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: მაისი – პოეზიის საღამო; ივნისი – “მაფიის ღამის” თამაშები; ივლისი – “სპორტული არენა”; აგვისტო – ” არტ-არეა”. პროექტი ხორციელდება ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით. გთხოვთ, მობრძანდეთ აღნიშნულ დროს – შაბათს, 17:00 საათზე ლაგოდეხის ნაკრძალის მთავარი შესასვლელთან, რათა ეზიაროთ კარგ პოეზიას. შესაძლებლობის შემთხვევაში წამოიღეთ პლედები, რადგან ღონისძიება გაიმართება ღია ცის ქვეშ.

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates