Tuesday , 23 January 2018
ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გიორგეთში [ფოტო]

ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გიორგეთში [ფოტო]

7 მარტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში, ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, გაიმართა ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების ორგანიზატორები  იყვნენ სოფლის ბიბლიოთეკის დირექტორი რუსუდან შარვაძე და სოფლის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი ტასო მოდებაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ლაგოდეხის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი “გრაალი”, ნონა გელაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს აქტიური ქალბატონები.

საღამოს ესწრებოდნენ სოფლის ამბულატორიის თანამშრომლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, სკოლის მასწავლებლები.

წარმოდგენილი იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, ასევე ლექსები, სიტყვები.. გაიმართა დისკუსია ქალის როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოეწყო პრეზენტაცია ორგანიზაცია “ლელის” მიერ დაფინანსებული პროექტისა – “აქტიური ქალები და ახალგაზრდები თემის საჭიროებებისთვის!” განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომელსაც განახორციელებს საინიციატივო ჯგუფი “გიორგეთი”, აქტიური ქალბატონებისა და ახალგაზრდების დახმარებით.

დატოვეთ კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

Free WordPress Themes - Download High-quality Templates